“სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის” – აშშ-ის ელჩი “ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე

“სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჟურნალისტებთან საუბრობს და საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი დროით შეჩერებასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. ის ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრის გამოხმაურებასაც პასუხობს.
„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ ამიტომ სამწუხაროა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, – განაცხადა რობინ დანიგანმა. [ipn.ge]

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”