ოფიციალურად: ზილენსკი “ინტერში” გადავიდა

30 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნაპოლიდან” “ინტერში” გადავიდა.
“ნერაძურიმ” ზილენსკის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის მილანური გუნდის პირველი პოლონელი ფეხბურთელი გახდა.
ზილენსკი “ნაპოლიში” 2016 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ყველა ტურნირზე კლუბში 364 მატჩში 51 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა. იქამდე “ზაგლემბეში”, “უდინეზესა” და “ემპოლიში” თამაშობდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 22 მილიონი ევროა.