“იმედი გვაქვს, მიქაუტაძესთან შეთანხმებას მალე მივაღწევთ, რაც შეეხება “მეცს”…” – “მონაკოს” სპორტულმა დირექტორმა ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე ისაუბრა

“მონაკოს” სპორტულმა დირექტორმა ტიაგო სკურომ “მეცის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, “მონეგასკები” ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
“მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მალე მივაღწევთ.
რაც შეეხება “მეცს”, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, “მეცის” პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი მაქვს”, – ციტირებს სკუროს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “მეცმა” მიქაუტაძე “აიაქსიდან” 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ფორვარდს ამ ზაფხულსვე გაასხვისებს.