თავდაცვის მინისტრი წვრთნების გადადებაზე: ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილებაა

ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც ღირსეული პარტნიორის გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და -ის თავდაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმატი გვაქვს, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება.
საერთაშორისო სწავლებები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები მონაწილეობენ, სასარგებლო ღონისძიებაა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ის შეირაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს […] ამ ფორმატებში თანამშრმომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე, ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომლებიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი.
თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბარში. აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო, სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.