მილანის აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელს დაარქმევენ

მილანის მალპენსას აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ სოციალური ქსელ X-ში დაწერა.
„მილანის მალპენსას აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭება. ახლახან სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სამმართველოს დირექტორთა საბჭომ ლომბარდიის რეგიონის მიერ ერთი წლის წინ შეტანილი მოთხოვნა დააკმაყოფილა“, – დაწერა სალვინიმ.
ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრი 1994 – 1995, 2001 – 2005, 2005 – 2006 და 2008 – 2011 წლებში იყო. გარდა ამისა, 1986 – 2016 წლებში ის იტალიური საფეხბურთო კლუბის „მილანის“ მფლობელი იყო. ბერლუსკონი 2023 წლის 12 ივნისს 86 წლის ასაკში მილანში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან