ფეხბურთელებს მადლობა რომ არ გადაეხადათ, უცნაური იქნებოდა – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცნაური იქნებოდა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სთვის მადლობა რომ არ გადაეხადათ.
ამის შესახებ ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფეხბურთელების სამადლობელ განცხადებებს კრიტიკულად გამოეხმაურა, „ლიბერალ ფაშისტებსა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს.
„არაფერი არაჩვეულებრივი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა და უპრეცედენტო ჯილდო გადასცა. მან გააკეთა ის, რასაც, 3-მილიარდდოლარიანი ქველმოქმედების ფონზე ყველა ელოდა და შესაბამისად, ვერავისთვის გასაკვირი ვერ იქნებოდა. ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა ჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დადგომოდა.
მადლიერებაც ხომ საზოგადოდ და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს“, – წერს .
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე წერილობითი განცხადება გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს.