ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში 2:1 სძლია.
დებიუტში მუხლის ტრავმა მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა პედრიმ, რომელიც ოლმომ შეცვალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, თუმცა ესპანელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ოლმომ იამალის გადაცემულ ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები მოჰყვა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 89-ე წუთზე კი ვირტცმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
9 ივლისს, დელა ფუენტეს გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ესპანეთი – გერმანია 2:1 (ძირ. დრო)
გოლები: 1:0 ოლმო (51), 1:1 ვირტცი (89)
გაძევება: კარვახალი (125, ესპანეთი)
. დისკვალიფიკაციის გამო ლე ნორმანი, კარვახალი და მორატა ნახევარფინალში ვერ ითამაშებენ.
. ბუნდესგუნდის მეკარე ნოიერმა ევროპირველობებზე 39-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება (51).
. 16 წლის იამალმა ევრო 2024-ზე მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა და ნიდერლანდელ სიმონსთან ერთად საუკეთესო ასისტენტია.
ისე მერინომ ისეთი გოლი გაიტანა კი იმსახურებს ნახევარფინალში…მაგრამ გულის ამრევია ამ გრანდების შედეგზე ორიენტირებული მარათონული ფეხბურთი…ვინმემ იქნებ ითამაშოს ის ფეხბურთი ძველი ბრაზილია რომ თამაშობდა ჰა?!იმიტომ ესპანეთან კიდე უნდა შეგვეტია და გაგვეტანა მეორე გოლი