„თბილისი, კავკასიის რენესანსის დედაქალაქი”- ELLE უნგრეთი

მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს.
პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარმასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს ეხება.
„საქართველოს დედაქალაქში პეიზაჟები ყოველ წუთას იცვლება, თანამედროვე შენობების გვერდით აღმოვაჩენთ შუასაუკუნეების, ძველი ქალაქის ქუჩებს, აქვეა საბჭოთა ეპოქის ბრუტალური ბეტონის კორპუსები. იგივე შეიძლება ვთქვათ რელიგიურ მრავალფეროვნებაზე საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აქ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთს ერთ პატარა უბანში. ეს არის ქალაქი საოცარი ჰარმონიით, ამავდროულად უწესრიგობით, რომელიც რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მსოფლიოში საკუთარ წესრიგს ქმნის საოცარი კრეატიულობით მოდის, გასტრონომიისა და ხელოვნების სფეროში. თბილისიდან წამოსული ენერგია თავისუფლებასა და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ეს არის მომხიბლავი ქალაქი, რომელიც უფრო სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ“, – წერს ELLE-ს ჟურნალისტი.
სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ურჩევს ტურისტულ ადგილებს, სასტუმროებს, გასართობ და კვების ობიექტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე: რაც მთავარია, უნივერსიტეტების ბალანსზე არსებულ კორპუსების მნიშვნელოვან ნაწილს დაყიდიან და სახელისუფლებო დეველოპერებს თბილისის ცენტრში ახალ სიმახინჯეებს ააშენებინებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – სამხრეთ აფრიკაშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად – ბუნდოვანია, რომ თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?

ზურაბ ჯაფარიძე: ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ საქართველო იყოს განვითარებული დემოკრატია, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ