ვთხოვ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, პირველივე გადაწყვეტილება ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ მიიღოს – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბრიტანეთის ს შედეგებს ეხმიანება და ლეიბორისტ კოლეგას გაპრემიერებას ულოცავს.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი კეირ სტარმერს მოუწოდებს, პირველივე გადაწყვეტილება ბიძნა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ მიიღოს და ამ გზით ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის მომავალი დემოკრატიულ-სოციალიზმშია, რის ფავორიტადაც მსოფლიო ლეიბორისტული მოძრაობაა. მე მინდა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ საქართელოს ლეიბორისტული პარტიის სახელით მივულოცო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტებს უდიდესი ისტორიული გამარჯვება და ვუსურვო ამ მეგობარ ქვეყანას წინსვლა და ახალ-ახალი მიღწევები მსოფლიო პროგრესის გზაზე.
მე ვთხოვ ჩემს კოლეგას, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, იყოს საქართველოს დიქტატორი, რუსი ოლიგარქის ბიძნა ივანიშვილის, მისი გარემოცვის სრული დასანქცირება ბრიტანეთის ფინანსური და საბანკო ხელისუფლების მიერ. ეს იქნება უდიდესი თანადგომა ქართველი ხალხისადმი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს ბლოკპოსტში აი, ასე მედგრად იბრძვის რუსული იმპერიალიზსმისა და მათგან გამოგზავნილი დიქტატორული სისტემის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა , ისევე როგორც თვაისუფლებისთვის სხვა ბრძოლები, დამთავრდება ჩვენი ხალხის გამარჯვებით და ევროპასთან იმ ინტეგრაციით, რასაც ჩვენი ისტორია და დღევანდელობა იმსახურებს.
კიდევ ერთხელ გამარჯვებები და წარმატებები მეგობარ დიი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც დღეს უკვე სამთავრობო ძალაა და მე მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ და მხოლოდ ლეიბორისტული პარტია . დანარჩენი ხმები, რომელსაც თქვენ გასცემთ სხვა პოლიტიკურ ძალებზე, დაკარგულია და იმედია, ამას მთელი პასუხისმგბელობით მიუდგებით,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა თემთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო 326 ადგილი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა