მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს

მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს
ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, „ქართული ოცნებას“ მოღალატე უწოდოს! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს.
„ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, ქართული ოცნებას მოღალატე უწოდოს!
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის რომ ქართულმა ოცნებამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ბოკუჩავას განცხადება უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რამდენიმე წლის უკან ნაციონალურმა მოძრაობამ (2009) ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა ე.წ. ტალიავინის დასკვნას სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი: „საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს“ უცხოურ პრესაში კი იწერებოდა, რომ აღნიშნული დასკვნა „თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს“ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოსთვის საზიანო დასკვნაზე ხელმოწერა სახელმწიფოს გამარჯვებად წარმოაჩინა. ახლა კი მმართველ გუნდსაც იმავეს მოუწოდებს, მოღალატეები ხართ რადგან მხარი არ დაუჭირეთ დასკვნას, რომელშიც წერია რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის ყველაფერს აკეთებსო. ხვდებით როგორ უპრინციპო ძალასთან გვაქვს საქმე? მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს!“- წერს დავით ჩიხელიძე.
Next: ევროპის შემდეგ, ბრიტანეთშიც ხალხმა არსებული პოლიტიკის ცვლილებას მისცა ხმა, რადგან ეს პოლიტიკა პრობლემური იყო მათთვისაც

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია