რუსეთში გამოკითხულთა 34% მხარს უჭერს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას-“ლევადა ცენტრი”

სოციოლოგიურ კვლევით ინსტიტუტ “ლევადა ცენტრის” მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების მესამედზე მეტი დაუჭერდა მხარს ზე ბირთვულ დარტყმას.

ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10% “სრულად” უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო 24% მიიჩნევს, რომ ასეთი დარტყმა “უფრო მიზანშეწონილია”.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამხედრო გადაწყვეტის მომხრეთა წილი გასული წლის განმავლობაში 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და რეკორდულად მაღალია უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ამავდროულად, უმრავლესობა, გამოკითხულთა 52%, კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგია.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის ფიქრობს ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც ამ შემთხვევაში გულისხმობს ბირთვული იარაღის გამოყენებას სავარაუდო მტრის მსგავსი ქმედებების პასუხად, ასევე “ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის” არსებობის შემთხვევაში.
· 2016 წელს რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოეთის აგენტად” აღიარა იური ლევადას არასამთავრობო ანალიტიკური ცენტრი, ანუ “ლევადა ცენტრი”, რომელიც რეგულარულად ატარებს სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებს.
· აღსანიშნავია, რომ “ლევადა ცენტრის” გამოკითხვების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა