იენს სტოლტენბერგი – ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში უკრაინა ნატო-ს მოკავშირე გახდება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმედი აქვს, ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
სტოლტენბერგს შეკითხვა მომავალი ათი წლის განმავლობაში ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ დაუსვეს, რაზედაც მან უპასუხა: „ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება მოკავშირე”.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას.
„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, რაც უფრო მეტ ვალდებულებას ავიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ეს ომი”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა