ხელსაბანი ნიჟარის შერჩევის 5 ძირითადი ფაქტორი

სამზარეულოსა თუ აბაზანაში, მისაღებ ოთახსა თუ საძინებელში, წვრილმანებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით კი ისეთ ფუნქციურ ნაწილებს, როგორიც ხელსაბანი ნიჟარაა. ამიტომ, „ვიტრას“ გამოცდილი გუნდი გირჩევთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ მნიშვნელოვანი დეტალის შერჩევისას.
ზომა და ფორმა
ნიჟარის ზომა და ფორმა სივრცის ფართობსა და კონფიგურაციას უნდა შეესაბამებოდეს. მცირე ზომის სააბაზანოებში რეკომენდებულია კომპაქტური, მომრგვალებული ფორმები ან კუთხის მოდელები, ხოლო დიდ სივრცეებში მართკუთხა, ოვალური და სხვა მოცულობითი ვარიანტების განხილვაც შეიძლება. ასევე, მნიშვნელოვანია ნიჟარის სიღრმე და სიგანე, რათა ის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს.
გამოყენებული მასალები
ხელსაბანი ნიჟარები ისეთი მასალებისაგან მზადდება, როგორებიცაა კერამიკა, მინა, მინერალური ან სინთეტიკური ქვები, მეტალი. ყველაზე პოპულარულია კერამიკული ნიჟარები. ამას კი მათი პრაქტიკულობა, გამძლეობა და მოვლის სიმარტივე განაპირობებს. Სხვა მასალის ნიჟარები კი მაღალი ესთეტიკური მახასიათებლებითა და ინდივიდუალური ტექსტურით გამოირჩევა.
განსაკუთრებული პოპულარობით VitrA Clean ტექნოლოგიით დამზადებული ხელსაბანები სარგებლობს. ის ზედაპირზე მაქსიმალურ სიპრიალეს ქმნის. დამზადების ორმაგი მოჭიქურების ტექნოლოგიის შედეგად, ხელსაბანის ზედაპირზე წყლის წვეთები არ იშლება მარტივად სრიალებს და წყლის ლაქებს არ იტოვებს.
სტილი და ფერი
ნიჟარა სააბაზანოს ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ის უნდა შეესაბამებოდეს სივრცის საერთო დიზაინსა და ფერთა გამას. კლასიკური თეთრი, ღია ნაცრისფერი და ბეჟი უნივერსალურია, თუმცა თანამედროვე დიზაინში პოპულარულია მუქი და მკვეთრი ფერის ნიჟარებიც: შავი, ლურჯი, მწვანე. გაითვალისწინეთ, რომ მბზინავი ზედაპირი ადვილი მოსავლელია, ხოლო მატი – ნაკლებად, რადგან ტოვებს ლაქებსა და ხელის ანაბეჭდებს.
დამატებითი ფუნქციები
ზოგიერთ ხელსაბანს აქვს დამატებითი ფუნქციები და აქსესუარები, რაც გამოყენების კომფორტს ზრდის. მაგალითად, ზოგიერთი ნიჟარა მთლიანად ავეჯის ელემენტის ნაწილია და მოიცავს კარადას, თაროებს, სარკეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფუნქციების არსებობა-არარსებობა გავლენას ახდენს ნიჟარის ფასსა და ზომაზე.
ხარისხი და ფასი
ხელსაბანი ნიჟარის ფასი დამოკიდებულია ბრენდზე, მასალაზე, დიზაინზე, ზომასა და დამატებით ფუნქციებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ბიუჯეტის განსაზღვრა. ხარისხიანი, მაგრამ ზედმეტად ძვირადღირებული მოდელების ნაცვლად, ფასსა და ხარისხს შორის ოპტიმალური თანაფარდობის ძიება სჯობს. აუცილებელია არჩევანი სანდო მწარმოებლების პროდუქციაზე შეარჩიოთ.
ასეთ საიმედო პარტნიორად კი შეგიძლიათ სანტექნიკის პროდუქტების მაღაზია ,,ვიტრა” იგულოთ, რომელიც ქართულ ბაზარზე გამორჩეული კომპანიაა. მათ ასორტიმენტში ნახავთ დახვეწილ დიზაინს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ფერთა მრავალფეროვნებას და რაც მთავარია – ხარისხს, რომელიც გარდაქმნების ეპოქაშიც კი უცვლელი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა