ლიანა ისაკაძე 1946 წელს დაიბადა და 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. მას არაერთი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული.
ლიანა ისაკაძემ 1990 წელს გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.
ამასთან, ლიანა ისაკაძე სისტემატურად მართავდა კონცერტებს საქართველოში, მისი ხელმძღვანელობით ეწყობოდა მუსიკალური ფესტივალები.