მიხეილ დაუშვილი – შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში – „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია და ამის შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის, „ახლებთან“ გაერთიანებასაც არ ვაპირებთ

შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია. ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ჩვენს ნაწილში ეს პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ ინდივიდუალური პოლიტიკოსების დონეზე მოლაპარაკებები აქვთ და ამ კუთხით სიახლეები “ცოტა მერე” იქნება.
როგორც დეპუტატმა განმარტა, “გახარია საქართველოსთვის” არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც პარტია “ახალთან” გაერთიანებას არ აპირებს.
“გაერთიანების ნაწილში ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც არაერთხელ დავაფიქსირეთ. შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში – ეს არასწორად მიგვაჩნია. ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ჩვენს ნაწილში ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას, ჩვენი მხრიდან ეს არ იგეგმება. „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია. ასეთი შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის. რაც შეეხება მათ გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ვინც ქვეყანაში „ნაცმოძრაობაა“, ისინი უნდა გაერთიანდნენ, ეს სწორია და მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ვიღაცა “ნაცმოძრაობაა” და ვიღაცა არ არის.
ინდივიდუალური პოლიტიკოსების დონეზე მოლაპარაკებები გვაქვს და ალბათ, ამ კუთხით სიახლეები ცოტა მერე იქნება. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ასევე „ახლებთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია