იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” მეკარე ედერსონი საუდის არაბეთის კლუბ “ალ ნასრში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.
30 წლის კიპერმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომელიც აბსოლუტურად ზღაპრულად გამოიყურება.
ბრაზილიელი 2 წლის განმავლობაში ჯამში 51 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. არაბები ახლა მხოლოდ მანჩესტერელებს უნდა მოელაპარაკონ და სატრანსფერო თანხა შეათანხმონ.
ინფორმაციისთვის, ედერსონმა “სიტიში” 6-ჯერ შეძლო პრემიერლიგის მოგება. ის ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც.