მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას – „თბილისი, კავკასიის რენესანსის დედაქალაქი“ აქვეყნებს

მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარმასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს შეეხება.
სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ტურისტული ადგილების, სასტუმროების, გასართობ და კვების ობიექტების მონახულებას ურჩევს.
„საქართველოს დედაქალაქში პეიზაჟები ყოველ წუთას იცვლება, თანამედროვე შენობების გვერდით აღმოვაჩენთ შუასაუკუნეების, ძველი ქალაქის ქუჩებს, აქვეა საბჭოთა ეპოქის ბრუტალური ბეტონის კორპუსები. იგივე შეიძლება ვთქვათ რელიგიურ მრავალფეროვნებაზე საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია. აქ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, სომხურ, კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთს ერთ პატარა უბანში. ეს არის ქალაქი საოცარი ჰარმონიით, ამავდროულად უწესრიგობით, რომელიც რკინის ფარდის ჩამოხსნის შემდეგ მსოფლიოში საკუთარ წესრიგს ქმნის, საოცარი კრეატიულობით მოდის, გასტრონომიისა და ხელოვნების სფეროში. თბილისიდან წამოსული ენერგია თავისუფლებასა და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, ეს არის მომხიბლავი ქალაქი, რომელიც უფრო სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ“, – წერს ELLE-ს ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს