არშავინმა ევრო 2024-ზე “ჯვაროსნების” წარმატების მიზეზი განმარტა

„არსენალისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზი ახსნა.
„როგორ შეძლო საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენა? ოთხი ფეხბურთელის ძალისხმევით. ესენი არიან: მეკარე (მამარდაშვილი), ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი. სანიოლის დისციპლინა – მან აიძულა ქართველები, ჩვენ კი გვაქვს საყოველთაოდ მიღებული აზრი, რომ ისინი ისეთი ზარმაცები არიან, მხოლოდ შეტევაში თამაშობენ.
აი, ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს პორტუგალიის დამარცხების საშუალება. ამ მოგებამ მათი ჯგუფიდან გასვლა განსაზღვრა“, – განაცხადა არშავინმა Матч ТВ-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში