ბრიტანეთის არჩევნებში, დიდი ალბათობით, ლეიბორისტები გაიმარჯვებენ

ბრიტანელები დღეს, 4 ივლისს, ხმას ქვეყნის პარლამენტის, თემთა პალატის 650 წევრს აძლევენ. 40 000-მდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და ღამის 10 საათამდე იმუშავებს.
ვარაუდობენ, რომ ამჯერად ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტია გაიმარჯვებს. მემარცხენე ცენტრისტ ლეიბორისტებს სათავეში 61 წლის კირ სტარმერი უდგას. სავარაუდოდ, ამით დასრულდება კონსერვატორთა თითქმის 14-წლიანი მმართველობა. მათი ლიდერი ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, 44 წლის რიში სუნაკია.
ბრიტანეთში ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კონსერვატიული პარტია წელს, დაახლოებით, 100 მანდატს მიიღებს. მან წინა, 2019 წლის არჩევნებზე პალატაში 345 წევრი გაიყვანა. რაც შეეხება ლეიბორისტებს, ისინი სულ ცოტა, 400 მანდატს მოიპოვებენ.
სტარმერი პროფესიით იურისტია და კარიერა უფლებადამცველობითი საქმიანობით გაიკეთა. ეს არჩევნები გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ის ძალზე მცირე ფინანსური რესურსით, გზას სავარაუდოდ, ბრიტანეთის უმაღლესი პოსტისკენ გაიკვლევს.
“დღეს ბრიტანეთს ახალი ქვეთავის გადაშლა შეეძლება”, – უთხრა კენჭისყრის დღეს სტარმერმა ამომრჩევლებს. “ჩვენ ვერ გავწვდებით კონსერვატორთა კიდევ 4 წელს. მაგრამ, ცვლილება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხმას ლეიბორისტებს მისცემთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ