თბილისის საკრებულო – ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე ავტოფარეხი აიღეს, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყო.
ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული სამუშაოები ადგილზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილესთან, კახა გულედანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, დაათვალიერა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობის სურვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად გამოთქვა.
„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მცხოვრებლების სურვილით, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გამწვანებული სარეკრეაციო ზონის მოწყობის შესაძლებლობა გაჩნდა. სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო და სავარჯიშო ზონები. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ