არჩევანი ლონდონურ გუნდებს შორის – კალაფიორის კარგი თამაში დაუფასდა და პრემიერლიგის გრანდები უხმობენ

ავტორიტეტული და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბოლონიას” 22 წლის მცველ რიკარდო კალაფიორის კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს.
ახალგაზრდა უკანახაზელმა პრემიერლიგის ორ გიგანტს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
მედიაში გავრცელებული ცნობით, იტალიელი უპირატესობას უფრო “მეთოფეებს” ანიჭებს და კარიერის გაგრძელების ეს ვარიანტი ხიბლავს.
შეხსენებისთვის, კალაფიორი გასულ სეზონში “ბოლონიას” რიგებში სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, რის შემდეგაც ევრო 2024-ზე “სკუადრა აძურას” რიგებშიც იასპარეზა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში