ტაკერ კარლსონი ზელენსკისთან ინტერვიუს აანონსებს

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, ს შემდეგ, ინტერვიუს სთან აანონსებს.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ის ორი წელი ზელენსკისთან ინტერვიუს ორგანიზებას ცდილობს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც თებერვალში პუტინთან უკვე შედგა მისი ინტერვიუ.
როგორც ტაკერ კარლსონი ამბობს, ინტერვიუს მიზანია ამერიკელებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია კონფლიქტის შესახებ, რომელიც მთლიანად ცვლის მათი ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში.
როდის შედგება ზელენსკისთან ინტერვიუ, კარლსონი ჯერ დაზუსტებით ვერ წერს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს მალე მოხდება.
Looks like we’ve got the Zelenskyy interview. We’ve been trying for two years, and with particular intensity after interviewing Putin in February. The point is to bring Americans much-needed information about the conflict that’s completely reshaping their country’s position in… — Tucker Carlson (@TuckerCarlson) July 3, 2024
ვინ არის ტაკერ კარლსონი?
ტაკერ კარლსონი ამერიკელი ტელეჟურნალისტია, რომელიც სხვადასხვა ტელეარხზე, ბოლოს კი „ფოქს ნიუსზე“ მუშაობდა, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ საკუთარი გადაცემა ინტერნეტში და X-ზე გადაიტანა.
კარლსონი, თავისი პოპულარობის გამო, ხშირად ახდენდა გავლენას ამერიკელი კონსერვატორების და რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგზე.
იგი რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიულ (ულტრამემარჯვენე, რადიკალურ) ჯგუფს მიეკუთვნება — ემხრობა იმიგრაციის მკაცრად შეზღუდვას, საგარეო იზოლაციონიზმს, ეკონომიკურ ნაციონალიზმს.
საკამათოდ მიიჩნევა მისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე – სრულმასშტაბიან ომამდე მას ნათქვამიც კი აქვს, რომ მხარს რუსეთს უჭერს. მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ხუმრობა იყო.
„რატომ უნდა მადარდებდეს, რა ხდება უკრაინისა და ს კონფლიქტში? სერიოზულად. რატომ უნდა მადარდებდეს? რატომ არ უნდა ვგულშემატკივრბდე რუსეთს? ვგულშემატკივრობ კიდეც“, – ამბობდა კარლსონი.
გარდა ამისა, კარლსონის ზოგი გამოსვლა რუსულ სახელისუფლებო მედიაშიც შუქდება, როგორც დასტური პუტინის პოლიტიკის სისწორისა.
აგრეთვე, კარლსონს ნათქვამი აქვს, რომ „ და გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ტოტალურ ომს ითხოვენ“; გამეორებული აქვს რუსული ნარატივი, თითქოს არ არის რეალური ქვეყანა და „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმართება“.
მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის „რუსეთის დასასჯელად“:
ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ მიმდინარე წლის თებერვალში ჩაწერა. ორსაათიანი ინტერვიუს მეოთხედი – ნახევარი საათი, პუტინმა კარლსონისთვის ისტორიის ლექციის ჩატარებას დაუთმო. როცა ჰკითხეს, თუ რატომ შეიჭრა უკრაინაში, პუტინმა „30-წამიანი ისტორიული ექსკურსის“ საჭიროება ახსენა, თუმცა დღევანდელი ომის მიზეზებზე საუბარი 862 წლიდან დაიწყო.
მიუხედავად კარლსონის გაკვირვებისა და არაერთი მცდელობისა, სხვა თემაზე გადასულიყო, პუტინი ისტორიის მოყოლას მაინც აგრძელებდა. ახალი რუსეთის პრეზიდენტს თითქმის არაფერი უთქვამს – მან კვლავაც გაიმეორა მითი, თითქოს უკრაინა ბოლშევიკების შექმნილი სახელმწიფოა, თუმცა ამჯერად ამაში არა ვლადიმერ ლენინი, არამედ იოსებ სტალინი დაადანაშაულა.