დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს პარლამენტის , რომელიც, დიდი ალბათობით, დაასრულებს კონსერვატორების ზედიზედ 14-წლიან მმართველობას და ხელისუფლებაში ლეიბორისტები დაბრუნდებიან.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ბრიტანელები თემთა პალატის 650 წევრს აირჩევენ.
BBC-ის ინფორმაციით, კენჭისყრის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ კონსერვატიული პარტია დაახლოებით 100 მანდატს მიიღებს, მაშინ, როცა წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად თემთა პალატაში 345 წევრი ჰყავდა. წინასწარი გამოკითხვებით, 4 ივლისის არჩევნების შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ შესაძლოა, 400-ზე მეტი მანდატი მოიპოვოს.
საპარლამენტო არჩევნების წინ ლეიბორისტების ლიდერის, კირ სტარმერის რეიტინგი 44% იყო, ხოლო კონსერვატორთა ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ს – 23%. ლეიბორისტული პარტიის მიერ თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ.
ბრიტანელი ანალიტიკოსები, რომლებიც არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას ვარაუდობდნენ, საპარლამენტო არჩევნების ივლისში დანიშვნას უკავშირებდნენ სუნაკის მცდელობას, კონსერვატორების სასარგებლოდ გამოეყენებინა ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციის შემცირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია – ამ მოთხოვნის ირგვლივ კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის

თინა ხიდაშელი – ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული – არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, შეფასებული არ არის, როგორც წარმატებული, დადებითი ან სამართლიანი