იაპონია იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლთა კომპენსაციას გადაიხდის

ოთხშაბათს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იძულებითი სტერილიზაციის შესახებ, რომელიც ძალაში იყო ქვეყანაში 1948 წლიდან 1996 წლამდე. სასამართლომ ასევე დაავალა მთავრობას კომპენსაციის გადახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებით სტერილიზებული იყვნენ. ასეთი იყო დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.

იაპონიის მთავრობამ აღიარა, რომ კანონის მოქმედების დროს მათი თანხმობის გარეშე 16,5 ათასი ადამიანი სტერილიზდა. ოპერაციაზე კიდევ 8,5 ათასმა მოაწერა ხელი თანხმობას, თუმცა, მათი ადვოკატების თქმით, ისინი ზეწოლის ქვეშ მოქმედებდნენ. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 9 წლის იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი გახდა იმ 11 იაპონელი ქალის სარჩელი, რომლებსაც იძულებით ჩამოერთვათ დედობის შესაძლებლობა. აწ უკვე გაუქმებული “ევგენიკური კანონის” თანახმად, სტერილიზაცია დაშვებული იყო გონებრივი ჩამორჩენილობის, გონებრივი და მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. კანონს თავიდან უნდა აეცილებინა ავადმყოფი ბავშვების დაბადება. ამასთან, დაზარალებულებს შორის არიან ქალებიც, რომელთა დაავადებები, მაგალითად, ცერებრალური დამბლა, გავლენას არ ახდენს მათ ინტელექტზე და არ გადადის მემკვიდრეობით.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელით დიდ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულს და დაჰპირდა მათ, რომ მთავრობა კომპენსაციას გადაიხდის ყველა სარჩელისთვის. კომპენსაციის ოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 3.2 მილიონ იენს (დაახლოებით 19.8 ათასი დოლარი). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იძულებითი სტერილიზაციის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებს არ ექნება ხანდაზმულობის ვადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება