“აშშ-ს განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს”- ალიევი

“აზერბაიჯანთან მიმართებაში აშშ-ს მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა და ნაბიჯებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს”,- ამის შესახებ, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს განუცხადა.
აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს 27 ნოემბერს დაურეკა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის 15 ნოემბრის გამოსვლას წარმომადგენლობით პალატაში, სადაც მან თქვა, რომ აშშ-ში რიგი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების ვიზიტები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის არქონის გამო უქმდება, რასაც აზერბაიჯანმა მიკერძოებული უწოდა – აზერბაიჯანი აცხადებს, რო მან მხედველობაში მიიღო აშშ-ს განცხადება, “უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრებისა და კონტაქტების გაუქმებაზე და იმაზე რომ “ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები აღარ იქნება ისეთივე, როგორიც იყო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა