ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილით “ვილიარეალი” დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური El Gol Digital-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ნახევარმცველმა “ლევანტესთან” კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა, კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, “ლევანტე” ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს ითხოვს.
გარდა “ვილიარეალისა”, გიორგის დამატებით “ლაციო” და “ტორინოც” ინტერესდებიან.
სად სურს კარიერის გაგრძელება ქართველ ნახევარმცველს, ჯერჯერობით უცნობია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/7a50e7f6207ce9021d2ef7769228e630-1XYvab-300x200.jpeg)