კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხალ „ბერილს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი „ბერილი“დაატყდა თავს, რის შედეგადაც, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, „ბერილმა“ სრული განადგურების კვალი დატოვა გრენადასა და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში.
არსებული ინფორმაციით, ასობით შენობა, მათ შორის სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და პოლიციის განყოფილებები, ძლიერ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. წინასწარი შეფასებით, კუნძულ იუნიონზე შემობების სულ მცირე 90 პროცენტი განადგურდა ან დაზიანდა.
ქარიშხალი იამაიკისკენ მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ის მე-5 კატეგორიიდან მე-4-მდე შემცირდა, აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ „ბერილს“ იამაიკის ნაწილებსა და კაიმანის კუნძულებზე დამანგრეველი ქარიშხლის გამოწვევა მაინც შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ