ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებენ კრემლში.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”