გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებს – ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის – იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს.
ის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“,-წერს მიქაუტაძე „ინსტაგრამზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად