თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ივლისის თვეში დამატებითი მატარებლები იმოძრავებს – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
“ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, ივლისის თვეში, თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/etna_w_h-SRcVKu-300x169.jpeg)