ოკუპირებული აფხაზეთი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ს ფედერაციასთან სასაზღვრო ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის მიზეზია 28-30 ნოემბერს რუსეთის ტერიტორიაზე, მეცნიერებისა და ხელოვნების პარკ „სირიუსში“, ახალგაზრდა მეცნიერთა III კონგრესის გამართვა.
გარდა ამისა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გაიხსნება საგზაო-საპოლიციო პუნქტი „ხოლოდნაია რეჩკა“.
სირიუსი კრასნოდარის მხარეში ქალაქის ტიპის დასახლებაა. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კონგრესზე სიტყვით გამოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე: იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო – საინტერესოა, რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები