რუსეთის საელჩომ ესტონეთის საგარეო უწყებას საბჭოთა მემორიალების ლიკვიდაციის შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გაუგზავნა

რუსეთის ფედერაციამ ესტონეთს მოუწოდა, საბჭოთა პერიოდის მემორიალების ლიკვიდაციის კამპანია შეწყვიტოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის საელჩომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, რომ შეწყვიტოს საბჭოთა სამხედრო-მემორიალური მემკვიდრეობის ობიექტების ლიკვიდაციის კამპანია“, – აცხადებენ საელჩოში.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა ტეჰუმარდის სასაფლაოზე საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის ქვების დემონტაჟი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო