სი ძინპინი ყაზახეთში ჩავიდა

სი ძინპინი ყაზახეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
„ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტითა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 24-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა“, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
ვიზიტის ფარგლებში, სი ძინპინი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.
ყაზახეთის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ