ირაკლი ფავლენიშვილი – ბლინკენის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და აშშ-ს მისი გუნდის მიმართ აქვს

ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც ცივილიზებულ სამყაროსა და -ს მისი გუნდის [„ქართული ოცნების“] მიმართ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, აშშ სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და სანქცირების პროცესი ივანიშვილის ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ს განცხადებას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და მაღალი თანამდებობის პირების სანქცირებაზე საუბრობს.
მისი თქმით, თითოეული ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, აუცილებლად სანქცირებულები იქნებიან.
„ბატონი ბლინკენის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ფენს იმ ფაქტს, რომ ვერანაირად ვერ ჩააწყობს და გადატვირთავს ივანიშვილი იმ პოლიტიკას და იმ მიდგომას, რომელიც მისი გუნდის მიმართ, ცივილიზებულ სამყაროს და აშშ-ს აქვს. ეს პოლიტიკა ეროვნული ინტერესების ღალატს, საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და კონკრეტულ დანაშაულებს ეფუძნება, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინა. ამიტომ აშშ, რა თქმა უნდა, სანქცირების კუთხით კიდევ უფრო თანმიმდევრული იქნება და ივანიშვილის ხელისუფლების სანქცირების პროცესი, კიდევ უფრო მეტ შრეს შეეხება.
რაც შეეხება ძალოვნების სანქცირებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ ჩართულები – ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს დასანქცირდნენ. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგებოდა, რადგან ცივილიზებული სამყარო სხვანაირად არ მოიქცეოდა, როდესაც პოლიტიკური კურსი გაცხადებულია. ყველა ადამიანი, რომლებიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, საგარეო კურსის ცვლილებასა და დესტაბილიზაციაში არიან ჩართულნი, იქნება სანქცირებული და კეთროვანი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომ მათთან მიმართებაში, აუცილებლად დადგება კონკრეტული პასუხისმგებლობები,“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას გამოეხმაურა.
„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!