თბილისის მახლობლად, Block Energy-ის სალიცენზიო არეალში 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ პირველად საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საბადოს მოცულობა საქართველოს თითქმის 8 წლის მოხმარების ტოლია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/iakhtklubi_w_h-G4B5rr-300x169.jpeg)