თეგეტა 4.2 მლნ ევროს ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს – gbc.ge

მოტორსი” 4,2 მლნ ევროს (ნომინალი 1 000) 2 წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს. ეს, ამ წლის $30 მილიონიანი შეთავაზების III გამოშვებაა. I და II, $20 მლნ და 5 მლნ ევროს მოცულობის გაზაფხულზე განთავსდა. ამის შესახებ gbc.ge წერს.
ახალი გამოშვების საორიენტაციო წლიური განაკვეთი 6,5%-7%-ია. მოზიდული რესურსს კომპანია არსებული სესხების რეფინანსირებას მოახმარს. კომპანიის კრედიტორი ბანკია. მოზიდული ფული სრულად ხმარდება შპს ს და მისი შვილობილი კომპანიების *** „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების დაფარვას/რეფინანსირებას მოახმარს.
კომპანია საპროცენტო ხარჯის მცირედით შემცირებას ელის, რადგან ობლიგაციების კუპონური განაკვეთი რეფინანსირებული სესხების პროცენტზე ნაკლებია.
ემისიის მიზანი:
 ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივება: ობლიგაციების მეშვეობით კომპანია ჩაანაცვლებს მოკლევადიან სესხებს უფრო გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდით, რაც გააუმჯობესებს კომპანიის მოკლევადიან ლიკვიდურობას და ფინანსურ პროფილს;
 კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირება: კომპანია სესხებს ჩაანაცვლებს ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტით;
 წვდომა კაპიტალის ბაზრებზე: ემისიით კომპანია მესამედ გავა სასესხო კაპიტალის ბაზრებზე, ინვესტორებთან აქტიური კომუნიკაცია მომავალში გაუადვილებს კაპიტალის ბაზრებზე პოზიციონირებას;
 გამჭვირვალობა: საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია არის ანგარიშვალდებული
საწარმო, რაც აუმჯობესებს კორპორაციულ მართვას;
 უცხოურ ვალუტაში საოპერაციო საქმიანობის ზრდის პარალელურად ვალდებულებების შესაბამისობაში მოყვანა,
„ავტოექსპორტის“ ( დაარსდა 1996 წელს, დამუძნებლები თემურ კოხოძე 60%, ნანა რუსიშვილი 40%) და „თეგეტა მოტორსის“ ბაზაზე 2001 წელს დაფუძნებული კომპანია 7 წლის განმავლობაში ეწეოდა საბურავების იმპორტს დან უკრაინიდან და იაპონიიდან. შემდეგ თანდათან გაფართოვდა.
2022 წელს კომპანიამ შეისყიდა:
· შპს ავტო გალერი (90%)
· შპს ინტერავტო თრეიდინგი (100%)
· შპს კავკასუს ავტომოტივი (100%)
თავის მხრივ “ავტო გალერის” 100%-იან მფლობელობაშია “თეგეტა ქარ რენთ”,ხოლო “ინტერავტო თრეიდინგის” მფლობელობაშია “თეგეტა რენტალსი” .
ჯამური საბაზრო ღირებულება 104 მლნ ლარია (დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების შემოსავლის მიდგომით განსაზღვრული და აქტივებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების დასკვნის საფუძველზე).
8m/2022 -ში ემიტენტის შვილობილმა Tegeta Motors Baku -მ გამოისყიდა წილი პარტნიორი საწარმოსაგან, ტრანზაქციის შედეგად 20%-იდან ემისიის პერიოდისთვის შვილობილი კომპანიის წილის ოდენობა Aztech and Tegeta Motors -ში 75%-ია, რომლის სანაცვლოდ კომპანიამ პარტნიორს 2 მლნ დოლარი აუნაზღაურა.
13.01.2023 -ს ემიტენტმა “ავტო გალერის” 10% შეიძინა და ემისიის თარიღისათვის კომპანიის 100%-იანი მფლობელია.
2020 და 2021 წლებში კომპანიამ თბილისის მერიას მიაწოდა 226 ერთეული BMC-ის ბრენდის 12
მეტრიანი ავტობუსი.
2022 წელს „თბილსერვის ჯგუფის“ ტენდერის შესაბამისად შვილობილმა “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა MAN-ის 12 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მიაწოდა;
2022 წელს ს მუნიციპალიტეტის ტენდერში გამარჯვებით, მოიპოვა MAN-ის ბრენდის 100-მდე ავტობუსს მიწოდების უფლება აწვდის. (სატრანსპორტო რეფორმა სომხეთშიც EBRD-ის ხელშეწყობით ხელშეწყობით ხორციელდება).
***
წყარო: gbc.ge