ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთ ტერიტორიის დატოვება უბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავდაპირველად აუდიო შეტყობინებები მიიღეს, სადაც მოუწოდებდნენ, წასულიყვნენ, შემდეგ კი ისრაელის არმიამ გაფრთხილება არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თვითმხილველები ამბობენ, ბევრი ადამიანი უკვე ტოვებს ტერიტორიას.
ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი – ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ განაცხადა, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი