უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს უკრაინას ეწვევა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი, რომელიც უკრაინაში პირველად ჩადის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა გუშინ, ევროკავშირის თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროკავშირის მთავრობები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის, 1.4 მილიარდი ევროს, უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით შეთანხმდნენ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/sanioli_w_h-teXbWX-300x169.jpeg)