,,ბავშვებს ბურთის ქურდობაზე 10 წლით იჭერდა, სტადიონებს ანგრევდა, ფეხბურთელებს მანქანებს ართმევდნენ და თვითონ ითვისებდნენ“ – ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სააკაშვილის პოსტს აზიარებს და წერს:
,,ბავშვებს ბურთის ქურდობაზე 10 წლით იჭერდა, სტადიონებს ანგრევდა, ფეხბურთელებს მანქანებს ართმევდნენ და თვითონ ითვისებდნენ. დილით არჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საღამოს გადადგა. ახსოვს? რა ნამუსით წერს?
თვითონ რა გააკეთეს გამარჯვებების ტრადიციად ქცევისთვის?
ბიძინა ივანიშვილს ფული სთხოვეს სტადიონების ასაშენებლად. ბიძინამ პირველ ეტაპზე 100 მილიონ დოლარს მოგცემთ, ოღონდ ფულის ხარჯვას გავაკონტროლებო და აღარ მოისურვეს. ჰქონდა გამოცდილება. სკოლებზე მიცემული 80 მლნ შეუჭამეს.
რამდენჯერაც მსგავსს დაწერენ, იმდენჯერ შევახსენებ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ