საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება.
22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
„ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს” ღონისძიება შედგება.
ipn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/baslaini_w_h-wxu6P7-300x169.jpeg)