“სოფთმასტერ ტრეიდმა” ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლა – კომპანიამ ბიზნესს თვითმომსახურების აპარატები წარუდგინა

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში SMT World ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პარტნიორული ბრენდების შესახებ ცნობიერების ამაღლება, უახლესი გადაწყვეტილებებისა და ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა იყო. კონფერენცია ორი, ჰორეკა და საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის მიმართულებით წარიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი, სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორული ბრენდების შესახებ ცნობიერების ამაღლება, უახლესი გადაწყვეტილებებისა და ინდუსტრიის ტენდენციების გაცნობა იყო. ღონისძიებამ ერთი სივრცის ქვეშ მსოფლიო ინდუსტრიის ექსპერტ -ვენდორები და მათ მომხმარებლები გააერთიანა.
როგორც „კომერსანტთან„ საუბრისას კომპანია Travel line – ის დირექტორმა ნინა ბითქაშმა აღნიშნა, Travel line smt კონფერენციაში პირველად მონაწილეობს, მისივე თქმით მსგავსი ღონისძიებები კომპანიებს ნეთქვორქინგის საშუალებას აძლევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი კონფერენცია იმართებოდეს, იმიტომ რომ ეს გაძლევს ნეთვორქინგის და ახალი პოტენციური პარტნიორების გაჩენის საშუალებას, რაც ჩვენივე ბაზრის იმპლემენტაციისთვის არის კარგი“ – აღნიშნა ნინა ბითქაშმა.
SMT World ღონისძიების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა და კონფერენცია, ეს იყო პლატფორმა, სადაც სამასამდე როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებს შეეძლოთ გასცნობოდნენ მიმდინარე სიახლეებს და ინოვაციებს. ღონისძიებას 5 სხვადასხვა ქვეყნიდან 400 – მდე მომხმარებელი ესწრებოდა, რაც კომპანიებს საკუთარი პროდუქტის წარდგენის შესაძლებლობას აძლევდა.
სივრცე დაყოფილი იყო სამ ნაწილად, პირველ სივრცეში განთავსდა სიმულაციური ნაწილი, მათ შორის, საჭირო სივრცის სიმულაცია და მაღაზიის Front desk სიმულაცია, სადაც მონაწილეებმა საკუთარი სმარტ და ინოვაციური გადაწყვეტილებები წარადგინეს. მონაწილე პარტნიორ კომპანიებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ თუ როგორ უწყობს მათ პროდუქტები ხელს საცალო და Horeca სეგმენტებს შეუფერხებელ მუშაობაში.
კომპანია BDO Digital-ის წარმომადგენლის თამარ ბოჭორიშვილის თქმით ტექნოლოგიური სიახლეებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე დღევანდელ დღეს რთულია კონკურენციის გაწევა სხვა კომპანიებისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას, აქ შეკრებილია წამყვანი სადისტრიბუციო თუ რითეილ კომპანია და რაც გვინდა დღეს ვუთხრათ მათ არის ის, რომ ტექნოლოგიური სიახლეების და ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე, დღეს ძალიან ძნელია, რომ რეალური კონკურენცია გაუწიო სხვა მსგავს სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უნდა ავუწყოთ ფეხი, განვითარდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი პროცესის ავტომატიზაცია“ – აღნიშნა თამარრ ბოჭორიშვილმა
კონფერენციისთვის გამოყოფილ სივრცეში გაიმართა დისკუსიები, სადაც ინდუსტრიის წამყვანმა სპეციალისტებმა , საცალო და Horeca სექტორში მიმდინარე პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები განიხილეს
ღონისძიებაზე წარმოდგენილ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ საკუთარი ბრენდის ცნობადობა აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში გაეზარდათ. ღონისძიების მხარდამჭერებს შორის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია იყო.