ზურიკო დავითაშვილი – ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით

ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათ ოცნება იყო და მადლობას უხდის გულშემატკივარს.
“თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ.
მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის წევრობით ამაყი ვარ, ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად, უფრო ძლიერები დავბრუნდებით”, – წერს დავითაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?