დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ

დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, – ასე გამოეხმაურა -ის ყოფილი პრეზიდენტი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის.
„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.