ბულგარეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ცდილობს უმცირესობის მთავრობა შექმნას

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, GERB, როზენ ჟელიაზკოვის მეთაურობით გადასცა მანდატი, რათა შეეცადოს მთავრობის შექმნას, მას შემდეგ, რაც პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, გასულ თვეში გამართული საპარლამენტო ს შედეგად.
ჟელიაზკოვმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, მანდატის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ ის წარადგენს წინადადებას უმცირესობის მთავრობის შექმნის შესახებ.
რადევი ამ წინადადებას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მას კენჭს უყრის მომავალ დღეებში.
8 ივნისს გამართულ არჩევნებში, GERB-მა 240-ადგილიან პარლამენტში 68 ადგილი მოიპოვა. ეს იყო ქვეყანაში მეექვსე რიგგარეშე არჩევნები, სამი წლის განმავლობაში. მას ჯერ კიდევ არ აქვს მინიმუმ ორი სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, რომლებიც უმრავლესობისთვის სჭირდება.
ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოდ მიჩნეული ბულგარეთი, 2020 წელს საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც GERB-ის მეთაურობით კოალიციის დაშლა გამოიწვია, პოლიტიკურ არასტაბილურობას განიცდის.
ივნისის არჩევნები მარტში კოალიციის დაშლამ განაპირობა, რომელიც შედგებოდა GERB-ის, რომელიც ძალაუფლებაში იყო მეტწილად ბოლო 15 წლის განმავლობაში და შედარებით ახალი, რეფორმისტული, “ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას” (PP) პარტიისგან.
ორივე პარტია ევროკავშირის მომხრეა, მაგრამ პიროვნული მეტოქეობა მათ შორის დაპირისპირების მიზეზია. მათ განაცხადეს, რომ მარტში ისინი ვერ შექმნიდნენ ახალ მთავრობას მორიგი არჩევნების გარეშე.
PP-მ ივნისის არჩევნებზე 39 ადგილი მოიპოვა. მოძრაობამ “უფლებათა და თავისუფლებისთვის”, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ბულგარეთის დიდ ეთნიკურ თურქულ უმცირესობას, 47 მანდატი მიიღო. ხოლო ულტრანაციონალისტურმა პარტიამ “აღორძინება” 38 მანდატი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?