აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს.
ბრიჯიტ ბრინკის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელთან, მაიკ ტერნერთან ერთად კიევს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია.
„კეთილი იყოს კიევში თქვენი დაბრუნება, იმის განსახილველად, თუ როგორ ეხმარება აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სასტიკი შემოჭრის წინააღმდეგ“, – წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი X-ზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/01000000-0aff-0242-983d-08dc9d1efccd_w1200_r1-oXGUI6-300x169.jpeg)