ძალიან ვამაყობ საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით – თოფურია – Netgazeti • ევროპის ჩემპიონატი • ილია თოფურია • Netgazeti.ge

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთს შორის გამართულ მატჩს ეხმაურება.
ილიას თოფურიას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ისტორია შექმნეს.
„რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძალიან ვამაყობ ამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია შექმნეს.
მეორე მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, წმინდა ჯადოსნობაა“, – წერს ილია თოფურია X-ზე.
ევრო 2024 საქართველოსთვის ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. 30 ივნისს ეროვნული ნაკრები მერვედფინალურ რაუნდში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.