“საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს” – ბრუნო ფერნანდეში

დღეს, 1-ელ ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, პორტუგალია სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ პორტუგალიელთა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მანკუნიანელთა” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პორტუგალიისთვის საქართველოსთან მატჩი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და იგივე შეცდომები არ გაიმეორონ, რაც “ჯვაროსნებთან” (0:2) მატჩში დაუშვეს.
“სლოვენიას პატივს ვცემთ, მაგრამ მათი არ გვეშინია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვუპირისპირდებით, ყველასთან გამარჯვება გვსურს.
ჯგუფურ ეტაპზე ბევრი დადებითი რამ მოხდა, საქართველოსთან მარცხში პოზიტივი უნდა დავინახოთ. სამივე მატჩის მოგება გვინდოდა, თუმცა ჯგუფის გამარჯვებულები მაინც ჩვენ გავხდით. უკვე მერვედფინალში ვართ და ყველაფერი განსხვავებულად იქნება.
საქართველოსთან მარცხი გაკვეთილი უნდა გამოდგეს, თუმცა ახლა მერვედფინალში ვართ და სასწორზე უფრო მეტი დევს”, – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.
შეგახსენებთ, პორტუგალიისა და სლოვენიის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში