ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო…
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.
კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) – ოქრო – გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბერძენი მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) – ვერცხლი – თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში.
მათე ცინაძე (51 კგ) – ბრინჯაო
– ცინაძემ დასკვნით პაექრობაში მან ნეიტრალური გუნდის ბელარუსი ჰლებ პიატროუ დაამარცხა – 7:0.
რატი რევაზაშვილი (65 კგ) – ბრინჯაო – ვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/e250f61adacd50c3cc8b3255bf52f5d5-U7ZzJq-300x160.jpeg)