ლუის დელა ფუენტე: თავიდან სირთულეები შეგვექმნა – 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო

„ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს და ჩვენი ბოლო შედეგები ამის დასტურია. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ.
ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში – როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. მათ ოთხი გოლი გაუშვეს,
თუმცა შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაეშვათ.
ბიჭები ძალიან გახარებულები არიან – ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ. ამ მოგების შედეგად მეოთხედფინალში გერმანიასთან ვითამაშებთ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის მიღწევა – ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია. წარმატებას შრომით მივაღწიეთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.
ახლა ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი ფეხბურთით სიამოვნების მიღებას ჩვენი მრავალი უნარებით განვაგრძობთ. გერმანიასთან ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ”.