ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელიც ახლა საუდის არაბეთის “ალ-შაბაბში” თამაშობს, შეიძლება კარიერა “ჰაიდუკში” გააგრძელოს, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
სპლიტური კლუბის ხელმძღვანელობას 36 წლის რაკიტიჩის შეძენა გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოსთხოვა.
გასულ სეზონში რაკიტიჩმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, “ალ-შაბაბთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 3.5 მილიონი ევროა.